რეზონანსი
28.05.2020

ონიშჩენკოს ძალიან კარგად ვიცნობ. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას ? - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსეთის დუმის დეპუტატს გენადი ონიშჩენკოს, საქართველოში რუსეთის წარმომადგენლების ჩამოსვლასთან და ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერებასთან დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძემ ონიშჩენკოს მიმართა, რომ მარტო ისინი ვერ ჩამოვლენ და თუ ჩამოსვლა და ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერება სურთ, ამას მხოლოდ საერთაშორისო მისიებთან ერთად შეძლებენ.

„ონიშჩენკოს ძალიან კარგად ვიცნობ. როცა მე სამინისტროში მაღალ პოზიციებზე ვმუშაობდი, ონიშჩენკო რუსეთის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხო არ ლაპარაკობ ახლა ამას ? გეუბნებიან, გავალებენ, რომ ეს თქვიო. სამჯერ გითხარით, პირადად დაგპატიჟეთ ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითაც ვართ დაკავებული ამ ლუგარის ცენტრში. მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ" ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმებთან ერთად გინდათ - კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა",- მიმართა გამყრელძემ ონიშჩენკოს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (29.05.2020)
დიდებული პასუხია! ყ ო ჩ ა ღ! დიპლომატიურობა მოითხოვდა ქართველების სიყვარული ეხსენებინა, თორემ ყველამ ვიცით, ო ნ ი შ ჩ ე ნ კ ო ს სივაგლახე ჩვენს წინააღმდეგ წარსულიდან დღემდე!

ИНЦИТАТУС   (28.05.2020)
Б-но! ... "вици ром картвелеби гикварт"... даимахсоврет ерти рам- ак аравис аравин ар укварс, гансакутребит картвелеби. Ес рац гитхарит гаимеорет дгеши 5-6джер. Ртули ар унда икос


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×