რეზონანსი
28.05.2020

მოკლე მანძილზე სჯობს ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი იმ თანამოქალაქეებს, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება,- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატამ იმნაძემ კითხვას, რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სჯობს მგზავრობა.

იმნაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტის დატვირთვაც ნაკლები იქნება.

„მოკლე მანძილებზე სჯობს ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება, იმისთვის, რომ ნაკლები იყოს ტრანსპორტზე დატვირთვა. იმ თანამოქალაქეებს დავუთმოთ ტრანსპორტი, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება",- განაცხადა იმნაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×