რეზონანსი
29.05.2020

თქვენ ის კი არ გაინტერესებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ იყოს პენსიონერების, ბავშვების სიღარიბე, რომელიც მართლა არის, თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს - წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეს, რომელმაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ მთავრობის მეთაურს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

"თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სიცრუე. თქვენ აქ მოგვაწოდეთ რაღაც დოკუმენტები. იცით თუ არა, რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე, მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. ამის გამო მოხსნეს, ასე ამბობენ, სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნეს და თქვენც მოგხსნით მალე," - ასე მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერ გახარიას, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ ეს იყო დემაგოგია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×