რეზონანსი
29.05.2020

როგორც ჩანს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ საკუთარ ეგოს სამწუხაროდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში განაცხდა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინტერპალაციის წესი იღებს პოლიტიკური სპეკულაციების ფორმას.

„მიუხედავად იმისა, რაც აქ ითქვა, დღეს აქ ვდგევართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად. ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტსა და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ითქვას აქ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები სძლევს. როგორც ჩანს, დაიღალეთ, კოლეგებო და ვეღარ თოკავთ საკუთარ ეგოს, სამწუხაროდ. მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ამ ემოციური, უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა, კითხვა არ არის. ჩავთვალოთ, რომ ეს კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ეს ინტერპელაცია იღებს პოლიტიკური სპეკულირების ფორმას, თუმცა არაუშავს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×