რეზონანსი
29.05.2020

„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ამისთვის ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ", - ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენელებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენს.

დიმიტრი ხუნდაძემ თავის გამოსვლაში ბავშვთა სიღარიბეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არ დაწყებულმა გუშინ და არც გუშინწინ.

„რა თქმა უნდა, პრობლემა არის, მაგრამ როცა საუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ბავშვთა სიღარიბე, მინდა შეგახსენოთ შეადარეთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდს და მინდა გითხრათ, რომ იმ დროს, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, მაშინ ბავშვთა მდგომარეობა იყო უარესი და დღეს ბავშვთა მდგომარეობა არის უკეთესი, რაც მნიშვნელოვანია. ტერმინი - შიმშილობის გამო ბავშვები საქართველოში იღუპებიან - არის ტყუილი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არასრულფასოვან კვებაზე - ეს არის რეალობა და არა ის, რომ ქვეყანაში შიმშილობაა, რასაც ყოველდღიურად აგონებთ ტყუილს საზოგადოებას, რომ ისინი დაძაბოთ, ისპეკულიროთ და ამით მიიღოთ პოლიტიკური სარგებელი", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×