რეზონანსი
29.05.2020

ივანიშვილი ხელისუფლებაში რეალურად 2012 წელს მოვიდა, თორემ მანამდე ხელისუფლების დე ფაქტო ნაწილი იყო, კალაძე პირველად სააკაშვილის მისაღებში ვნახე , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. ამით უგულავამ წამყვანის კითხვას უპასუხა, როცა მან ოპოზიციონერ ლიდერს შეახსენა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის ფულით განხორციელებულ პროექტებს წინა ხელისუფლება იწერდა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი "მეცენატის სახელს წარმატებით იწერდა".

"ივანიშვილი ხელისუფლებაში რეალურად 2012 წელს მოვიდა, თორემ მანამდე ის ხელისუფლების დე ფაქტო ნაწილი იყო. კალაძე სად იყო აბა?- კალაძე მე პირველად სააკაშვილის მისაღებში ვნახე, ოთხით, თათებით იდგა, ან გინდა არჩილ თალაკვაძე. ესენი საერთოდ საიდან მოსული ხალხია, სააკაშვილის კაბინეტის წინ იდგნენ, რიგები იდგა. გია ვოლსკი, რომ ბურჯანაძეს რაღაცებს ეუბნება, ვოლსკი იყო მინისტრის მოადგილე, გოგა ხაინდრავასი, მერაბიშვილის მისაღებში ოთხით იდგა და წყალობას ელოდა. მე მაინც არ ვიცი ვინ არიან? ამათზე ლაპარაკიც არ მინდა, ეს ხალხი არ არის სალაპარაკო, როდესაც ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში" , - აღნიშნა უგულავამ.

როგორც უგულავამ განაცხადა, ამ ხალხზე "ლაპარაკიც არ ღირს, როდესაც ქვეყანაში უბედურება ხდება".

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ქვეყანაში ზაფხული მოდის, რეალურად ზამთარი გვიახლოვდება".

უგულავას განცხადებით, ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, წელს ეკონომიკის ზრდა იქნება მინუს ექვსი, რაც უბედურებას ნიშნავს.

"საშუალო და პესიმისტური გათვლით ეს რიცხვი მინუს ათამდე ადის. ხომ წარმოგიდგენიათ რეგიონში რას ნიშნავს? - ნიშნავს უბედურებას", - დასძინა უგულავამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
???   (29.05.2020)
she matxovaro UGULAVA ai mashin daiqca qvekana she bandzo MISHAS dzukna lekvo agakvav MDZGRE-... da am qalis aramsgavsma SALOMEM romelsac usashvelo sitkvebit landzgavdi da landzgav cixidan rom gamogishva ai amitom laparakob bevrs,shen mkvlelo da kachago chegrcha ggonia amdeni fuli rom shechame??? shen verasodes gaixareb!!!

Nagavo   (29.05.2020)
Nagavo ugulava, yofili stiqarosani sapatriarqoshi ra dgeshi iyavi, visze ras laparakob


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×