რეზონანსი
29.05.2020

დემოკრატია ასე მუშაობს: როცა დარწმუნებული ხარ შენი გადაწყვეტილებების სისწორეში, კარგია. როდესაც ხალხიც დარწმუნებულია შენი გადაწყვეტილებების სისწორეში - ბევრად კარგია, - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მოსვლით ეს შესაძლებლობა გამოიყენა. მან აჩვენა ანგარიშვალდებულება და მზადყოფნა ოპონირებისა და მწვავე დისკუსიისთვის. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ ქვეყანას აქვს ინსტიტუციური დემოკრატია.

ვირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობით, მედიცინის მუშაკთა ძალისხმევით და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველომ ამ პროცესს წარმატებით გაართვა თავი", - წერს თალაკვაძე ფეისბუქზე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×