რეზონანსი
30.05.2020

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, არტავაზდ ვანიანის თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სომხეთში დაძაბული ეპიდემიური ვითარებაა შეიქმნილი.

არტავაზდ ვანიანის თქმით, გასვენებასა და ქელეხში ერთი ინფიცირებული პირის დასწრებით, სიუნიქის ოლქში მთელი სოფელი დაავადდა კორონავირუსით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, აქციონ აუცილებელ წესად სამედიცინო ნიღბის ტარება და მის გარეშე მხოლოდ ოჯახის წევრებთან იურთიერთონ.

ფაშინიანი ასევე ურჩევს სომხეთის მოქალაქეებს დაიცვან სოციალური დისტანცია, ხშირად დაიბანონ და დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და ასე შეეწინააღმდეგონ ეპიდემიის გავრცელებას:

„ატარეთ ნიღაბი, ამით გადაარჩენთ ასობით სიცოცხლეს!"

ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთის მოქალაქეები ზედმიწევნით დაიცავენ ზემოთნახსენებ წესებს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მთლიანობაში გამოვლენილია კოვიდ-19-ით დაავადების 8676 შემთხვევა? უკვე გამოჯანმრთელდა 3297, ხოლო გარდაიცვალა 120. ამ მომენტისათვის მკურნალობა უტარდება 5214 პაციენტს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×