რეზონანსი
30.05.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიკროავტობუსებში ავტობუსებისგან განსხვავებით, წესები სათანადოდ არ არის დაცული.

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან, წესების დაცვაზე უნდა გააფრთხილონ.

„ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი, ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში პატიოსნად იყო დაცული წესები, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
!!!   (30.05.2020)
კარგი იქნებოდა ქალაქში ნახევარექსპრესი ავტობუსების მოძრაობა.რაღადროს "მარშრუკებია".


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×