რეზონანსი
30.05.2020

გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგება და მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოლებს. ამ ეტაპზე, ის არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ იბრძოლებს, როგორც კანდიდატი.

"თუ ჩემს საქმეს დასჭირდა, კენჭსაც ვიყრი და თანამდებობაზეც მოვალ ათეული ათასობით მხარდამჭერის გამო. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მხარს მიჭერს. ისინი ჩემი თანამოაზრეები არიან. ნებისმიერ რეგიონში ყველა ბერკეტს გამოვიყენებ და ქართულ ოცნებას დავუპირისპირდები. რაც შეეხება კახეთს, აქ მმართველ პარტიას გასაქანს არ მივცემ.

მაღალი ალბათობით, ვიმეორებ - თუ კენჭისყრას გადავწყვეტ, ალბათ, დამოუკიდებელ კანდიდატად წარვდგები. ამ თემაზე ბევრთან მისაუბრია. ბევრმა მოითხოვა, რომ კენჭი ვიყარო, მაგრამ აქამდე, მოქალაქეობრივ სტატუსს ვინარჩუნებ. არ მინდა, ვინმემ თქვას, აი თურმე რისთვის იბრძოდაო. ამიტომ მე შევეცდები ეს სტატუსი კიდევ შევინარჩუნო. ვიბრძოლებ თემირლანის პატივსაცემად და საქართველოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა მაჩალიკაშილმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გალელი   (30.05.2020)
ვინ გიჭერს მხარს,რატომ ლაპარაკობ საქართველოს მოსახლეობის სახელით? ვინ მოგცა ამის უფლება,მე პირადად და არც ჩემი გვარი შენ ხმას არ მოგცემს.რა გინდა შენ მთავრობაში? ან ვის ექადნები ამას ვიზამ და იმასო.იზამ და ამოგაყოფინებენ თავს იქ სადაც დიდი ხანის უნდა ყოფილიყავი

SOS   (30.05.2020)
TFUI,TFUI,TFUI,she "SATANA" amis muclis tkivili gqonda da gaqvs,shvilis dardi ki ara she adzaglebulo,diax daamtkice rom fulis gulisatvis kvelaferze waxva!tundac terorizmze! ai sheni namdvili saxe!MISHA²-shi,AFERISTO,laqia tkuilad amkareb imedebs kvelas ezizgebi mtels saqartvelos!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×