რეზონანსი
30.05.2020

ჰიპ ჰოპ არტისტი დავით პაქსაშვილი, იგივე Ras Green დღეს დილით მესამე სართულიდან გადმოვარდა. აღენიშნება მრავლობითი დაზიანება, ჯანმრტელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

"ორივე ფეხი აქვს დაშლილი, განადგურებული, ორივე ხელი, სახე აქვს ჩაფშვლილი, სახე, ყბა, ცხვირი, თითები, ნეკნები, თავიდან არის ასაწყობი. გვერდში უნდა დავუდგეთ, მთავარია სიცოცხლეს საფრთხეს არ ემუქრება. ხერხემალი დაზინებული არ არის, ტვინი და შინაგანი ორგანოებიბდ დაზიანებული არ არის. დიდი იმედი მაქვს თქვენი" - ამბობს ქართველი მუსიკოსის RaS Green-ის მეგობარი ნიკოლოზ ვერძეული.

მის დასახმარებლად ფეისბუკზე ჯგუფი შეიქნა, სადაც მუსიკოსის მეგობარი წერს: "ცუდი ამბავი გვაქვს... უმაგრესი პირვონება და უნიჭიერესი რეპერი Ras Green დღეს დილით გადმოვარდა მესამე სართულიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება Jerars Clinic-ში. აქვს მრავალი მოტეხილობა და ესაჭიროება სამი ოპერაცია... ვისაც შეგიძლიათ დახმარება Nick Green-ის (ნიკოლოზ ვერძეული) ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია!!!

თიბისი / TBC : GE22TB7967045063600036

წინასწარ დიდი მადლობა და გთხოვთ მეგობრები დაამატოთ ჯგუფში. ერთად ვიბრძოლოთ ამ კაცის გადასარჩენად " - წერს ალექსანდრე დგებუაძე.

ალია

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×