რეზონანსი
31.05.2020

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო 25 დიდ ამერიკულ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "სიენენი" ავრცელებს.

მისი ცნობით, ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდულია შემდეგ ქალაქებში: ლოს-ანჯელესი და ბევერლი-ჰილზი (კალიფორნია), დენვერი (კოლორადო), მაიამი (ფლორიდა), ატლანტა (ჯორჯია), ჩიკაგო (ილინოისი), ლუისვილი (კენტუკი), მინეაპოლისი და სენტ-პოლი (მინესოტა), როჩესტერი (ნიუ-იორკი), ცინცინატი, კოლუმბუსი, დეიტონი, ტოლედო და კლივლენდი (ოჰაიო), პორტლენდი და იუჯინი (ორეგონი), ფილადელფია და პიტსბურგი (პენსილვანია), ჩარლსტონი და კოლუმბია (სამხრეთ კაროლინა), ნეშვილი (ტენესი), სოლტ-ლეიკ-სიტი (იუტა), სიეტლი (ვაშინგტონი) და მილუოკი (ვისკონსინი).

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (01.06.2020)
რა სამწუხაროა! დიდი ყურადღების გამოჩენა ევალებათ პოლიციელებს. იქნება მისითაც მომკვდარიყო ის საწყალი კაცი იმ დღეს, მაგრამ სისასტიკე მიუღებელია, დასჯადია და საყოველთაო აღშფოთებას იწვევს, ხოლმე. კორონას გამო შეზღუდვებით აკუმულირებული უარყოფითი ენერგია ასე მძაფრად გადმოიღვარა ა. შ. შ-ში. იქ ჯ ო გ ი ს მორალმა იმძლავრა--კულტურა ვერ ამარცხებს ჰომოსაპიენსის ვ ე ლ უ რ ბუნებას, განსაკუთრებით-- ადამიანთა ზოგიერთ კლასტერში. 400-500 წელი სახელმწიფოებრივობა არ ყოფნის ამ საქმეს. საფრანგეთშიც ხშირად მძლავრობს მოსახლეობის ველური ბუნება, მაგრამ იქ გაცილებით ნაკლები სიმწვავით იფეთქებს ხოლმე, იგი.---"იქამც იყოს, შორს ჩვენგან,ამინ"! აღელვებულ ადამიანთა ერთობა ფრიად დამანგრეველი ძალის მქონეა და ღმერთმა გვაცილოს იგი უკუნისამდე!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×