რეზონანსი
31.05.2020

„კოვიდ-19"-თან ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა პარაგვაის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მინისტრ ხულიო მასოლენისთან.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პარაგვაის ჯანდაცვის სისტემა ბოლო ოცი წელია, უმკლავდება დენგეს ცხელებას [რიბონუკლეინის მჟავის შემცველი არბოვირუსი, რომელიც კოღოებს გადააქვთ]. შესაბამისად, ჩვენ ადვილად გავაცნობიერეთ, რომ ახალი ეპიდემია ჩვენი ჯანდაცვის სისტემას საფრთხეს შეუქმნიდა. დროულად დავიწყეთ მოქმედება, რადგან ცხადი იყო, რომ ვირუსი მთელ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა. დროულად ჩავკეტეთ საზღვრები, დროულად დაწესდა შეზღუდვები, დროულად მოხდა მოსახლეობის იზოლაცია სახლებში, დაიკეტა ყველაფერი, გამოცხადდა ე.წ. ლოქდაუნი, სამხედრო ბაზების ნაწილი და სასტუმროები კი თავშესაფრებად, საკარანტინო ზონებად გადაკეთდა. ცხადია, ეს ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ ზომები ადრევე, ინფიცირების მეორე შემთხვევის გამოვლენისთანავე მივიღეთ და დაუყოვნებლივ დავიწყეთ ამ პაციენტის კონტაქტების შესწავლა. ასე რომ, ჩვენი მთავარი სტრატეგია ადრეულ ეტაპზე ღონისძიებების გატარება იყო.

ჩვენ გონივრულად უნდა მივუდგეთ ეპოქას, რომელსაც კორონავირუსის ეპოქა ჰქვია და ვიცხოვროთ ე.წ. ჭკვიანურ კარანტინში. ასე ვუწოდებთ არსებულ ვითარებას პარაგვაიში, რომელიც მკაცრი აკრძალვების ნაწილობრივ მოხსნას და ახალ რეალობაზე გადასვლას გულისხმობს, თუმცა ძალაში რჩება „ჭკვიანური კარანტინი" იმ მიზნით, რომ ხალხი არ მოდუნდეს, არ შეწყვიტოს ზრუნვა პირად ჰიგიენაზე და ატაროს სამედიცინო ნიღაბი. ეს ყველაფერი ჰგავს ფეხბურთის მატჩს, როცა პირველი ტაიმი წარმატებით გავიარეთ, მაგრამ წინ მეორე ტაიმია, რომელსაც აუცილებლად მომზადებული შევხვდებით.

საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მყავს არაერთი ქართველი მეგობარი, ვისთან ერთადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემორის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ძალიან მიყვარს ქართული ათასწლოვანი კულტურა, რომელიც მართლაც გამორჩეულია“ - განაცხადა პარაგვაის ჯანდაცვის მინისტრმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
status quo   (01.06.2020)
ათასწლოვანიო? ამას ათასი ბევრი ჰგონია?

ზაზა   (01.06.2020)
სომეხ კოლეგას გააცანი

გურული ვენდეტა!   (31.05.2020)
ნაც ბოზებს წაუკითხეთ ვინმემ!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×