რეზონანსი
31.05.2020

აშშ-ში ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ მენეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის, შესაძლოა, კორონავირუსი გავრცელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი ავრცელებს.

ექსპერტები აქციის მონაწილეებს სამედიცინო ნიღბების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×