რეზონანსი
01.06.2020

 სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით, სავარაუდოდ, მიმტანისგან დაინფიცირდა, რომელმაც მას მთავრობის სხდომის დროს წყალი მიუტანა. ამის შესახებ ფაშინიანმა Facebook-ზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორც იცით, მთავრობის სხდომების დროს მაგიდაზე წყალი მოაქვთ. ადამიანს, რომელმაც ჭიქა მომიტანა, ხელთათმანი არ ეკეთა. მე მას შენიშვნა მივეცი და ჭიქის შეცვლა ვთხოვე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ მიმტანს კორონავირუსი დაუდგინდა", - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
status quo   (01.06.2020)
მიმტანმა ჭიქაში ჩაუფურთხა,ალბათ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×