რეზონანსი
01.06.2020

ბათუმში, თურქეთის საკონსულოს შენობასთან ე.წ კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ ოჯახის წევრები და ახლობლები იკრიბებიან. ისინი ითხოვენ, თურქეთის საპატიმროში მყოფი „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადირება მოხდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების პროცესი სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან თურქეთის საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის გაუსაძლის პირობებშია.

აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმში თურქეთის საკონსულოს შენობიდან, პროტესტის ნიშნად ბათუმის ქუჩებში მსვლელობის მოწყობას გეგმავენ.

საკონსულოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა მსჯავრდებული და ამ დროისთვის თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.

მარშალპრესი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×