რეზონანსი
01.06.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა რეკომენდაცია დაიცვან.

„ჩვენი მოქალქეებისგან მოვითხოვთ, რომ იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა. განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები ისეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს არის მოწოდებული, ვინაიდან მხოლოდ მსგავსი ქცევა და ქცევის ნორმა არის იმის გარანტი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება. ეს ალბათ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.

რა თქმა უნდა, აქვე არის ძალიან მნიშენლოვანი, რომ მედიასთან ინტენსიური მუშაობით, შევძლოთ და საქართველოს ყველა მოქალაქეს ინტენსირუად გავაცნოთ ინფორმაცია ამ ნორმების შესახებ, მათი ინტესნირუი მოხმარების შესახებ",- განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით, გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც არსებობდა, არ გამართლდა.

„დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც არის მოწოდებული. მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დანარჩენ უწყებაშიც, რომლის გახსნაც ეტაპობრივად მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ ნორმების დაცვას და ნიღბების მოხმარებას",- განაცხადა ტიკარაძემ.

როგორ ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×