რეზონანსი
01.06.2020

არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთი და იგივე მდინარეში არ შედიან სამჯერ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იგი პოლიტიკაში იყო 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე და ეს მისთვის განვლილი გზაა.

„არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია. მე პოლიტიკაში ვიყავი, 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012 წელს. მე არ გიმალავთ ჩემს ასაკს, 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი განვლილი გზაა, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. ვცდილობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ. მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ჩვენთან და ვაძლევ მათ საშუალებას, რომ მეტად გაიზარდონ. ხომ ხედავთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში, იქნება ეს ჰეპატიტი, თუ სხვა კიდევ ბევრი დიდი გამოწვევა. მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
gocha   (01.06.2020)
stori gadastkvetilebaa.tavshi ar unnda agivardes

ultra   (01.06.2020)
კაცი ხარ ძმაო ამირან, კაცი და შენნაირი შეგნების ერთი-ორი რო გვეჯდეს პარლამენტში, იცოცხლე აშენდებოდა ქვეყანა. მაგარი კაცი ხარ ძმაო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×