რეზონანსი
01.06.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათემატიკურად, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციისთვის ხელსაყრელია, რადგან 120/30-ზე მოდელის შემთხვევაში, მათ პარლამენტში მეტი მანდატის მიღების საშუალება აქვთ.

„რაც შეეხება იმას, თუ ვის აწყობს ეს ცვლილებები, მათემატიკურად აწყობს, ბუნებრივია, ოპოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ცვლილებების საფუძველზე ისინი მიიღებენ მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ზე პირობებში",- განაცხადა კობახიძემ.

თუმცა, კობახიძის თქმით, იპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ნებისმიერი სისტემის შემთხვევაში, მათთვის არჩევნებს აზრი არ აქვს.

„რეალობა არის ასევე ისიც, რომ ისინი ხედავენ, რომ არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული ყველა შემთხვევაში, იქნება ეს 77/73, თუ 120/30-ზე, ისინი არიან განწირული მარცხისთვის, შესაბამისად, სამწუხაროდ, გადასული არიან დესტრუქციაზე.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი არ ესწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას, როგორც ვიცი, არ აპირებენ ასევე საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ასევე აცხადებენ, რომ ხმას არ მისცემენ ამ ცვლილებებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის გიორგი რურუას თემა უბრალოდ საბაბია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×