რეზონანსი
01.06.2020

სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, თეოლოგები ფიქრობენ, რომ ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მას შენიშვნას მისცემენ, მეუფე იაკობმა მთავარი არხის კორესპონდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობას" ეშინია, როცა ჟურნალისტს ამ კითხვით მასთან გზავნიან.

"მე ვინ უნდა გადამიყვანოს პასიურ მდგომარეობაში, კარგით რა, ზღაპრებს ნუ მიყვებით. ვინ არის ის თეოლოგი? თეოლოგები კი არა კერპოლოგები არიან, დემონოლოგიაში გადასულები არიან. სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, რომელმა? ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება, ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ისე კი არა, პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×