რეზონანსი
01.06.2020

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მათი პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს არც არასდროს განიხილავდა და არც მომავალში გეგმავს განხილვას.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პარტიის პოზიცია.

„სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, რომ "ნაციონალურ მოძროაბაში" გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მოძრაობაში „ძალა ერთობაშია" შემავალი პარტიების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გურული ვენდეტა!   (02.06.2020)
თქვენს პარტიაში ყველა გამოს@@@ი ხართ!!!

status quo   (01.06.2020)
ვაშაძე ზედაპირული პიროვნებაა,დამოუკიდებლად საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია.მიშასავით ჩოყლაყი უნდა ადგეს თავზე და მათრახით ემუქრებოდეს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×