რეზონანსი
01.06.2020

ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი ქართველი მოჭადრაკის, ნინო ბაციაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

33 წლის ქართველმა 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და პრესტიჟული ტურნირი მოიგო.

მეოთხე ადგილზე კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ნინო ხომერიკი გავიდა.

შეჯიბრი სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიებში 2020 წლის 1 აპრილის რეიტინგ სიის მიხედვით გაიმართა. რეიტინგ კატეგორიებიდან გასული მოჭადრაკეები ორგანიზატორების მიერ შემდეგ ეტაპზე ავტომატურად რეგისტრირდებოდნენ.

პარტიების შემდეგი დროის კონტროლით მიმდინარეობდა:10 წუთი 2 წამის დამატებით ფინალში გასულმა 16 მონაწილემ დამატებით გამოიყენა პროგრამა Zoom-ის ვიდეო და აუდიო ხმის სისტემები.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×