რეზონანსი
01.06.2020

არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა განაცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონავირუსმა შეუშალა.

„კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ჰქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ახლა არც მოსახლეობა და არც კანონმდებლები ამ თემის მისაღებად მზად არ არიან. ერთჯერადი ხარჯი, რომელიც ავტომფლობელმა უნდა გასწიოს, მანქანის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არსებული მდგომარეობის გამო, მოსახლეობას ზედმეტ ხარჯად დააწვება. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვივარაუდო, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მომავალ წლამდე ვერ ამოქმედდება,“ – განუცხადა "ბიზნესპარტნიორს" დავით ონოფრიშვილმა.

სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტს თითქმის 2 წლის წინ წარედგინა. მოხდა მისი განხილვებიც. კანონი 2019 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა დასახელებული თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირისთვის ზარალის სრულ ანაზღაურებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, წლიური სადაზღვევო პრემია ავტომობილების კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება. აქ მნიშვნელვანი ფაქტორებია ავტომანქანის გამოშვების წელი, ძრავის მოცულობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×