რეზონანსი
01.06.2020

ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"ახლა სიფრთხილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არსებობს იმის ალბათობა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მსგავსი ახალი კლასტერები ჩამოყალიბდეს. რაც უფრო მეტად გავიხსნებით და გავაქტიურდებით, ამის ალბათობა უფრო მეტი იქნება.

შეშფოთების საბაბი ნამდვილად არის. დიდი იმედი მაქვს საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს. გახსოვდეთ - პირბადე გვიცავს!“, - აღნიშნა "პალიტრანიუსის" ეთერში ეპიდემიოლოგმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბარნაბა ხონელიძე   (01.06.2020)
თუ ამ ნაძირალა ოპოზიციამ აღნიშნა 20ივნისი,მერე ნახეთ მთავრობის მიერ ახალ ახალი კლასტერების “აღმოჩენა“!:(ხალხმა რა დაგიშავათ?!:(


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×