რეზონანსი
01.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.

მისი თქმით, „საბურთალოს კლასტერთან" კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში. „ისინი ზედამხედველობის ქვეშ არიან. აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია, შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

თბილისში „საბურთალოს კლასტერი" 30 მაისს გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×