რეზონანსი
01.06.2020

ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.

ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 6 წლის ბიჭს დაეჯახა.

ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "გომედის" კლინიკაში გადაიყვანა.

მორიგე ექიმის ლექსო ხეთაგურის თქმით, დაშავებული ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბავშვი კლინიკაში შემოყვანილი იქნა პოლიტრავმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავლობითი სხვადახვა სახის დაზიანება აქვს. პაციენტს აქვს დაზიანება ოთხივე კიდურზე, ჭრილობა თავის არეში და ბეჭების არეში თერმული დამწვრობა, რომელიც მიიღო, „გრუჩიწელით", როდესაც მანქანის ქვეშ შევარდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა ლექსო ხეთაგურმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×