რეზონანსი
02.06.2020

ახალციხეში, სოფელ წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მანქანა ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ავარიაში პირადი მანქანით მოჰყვა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×