რეზონანსი
02.06.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სამსახური ზედმიწევნით კარგად მუშაობს, თუმცა, ეს მოსახლეობას მოდუნების უფლებას არ აძლევს.

„ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური, დაავადებათა კონტროლის მეთაურობით, ძალიან ზედმიწევნით, კარგად ასრულებს თავის მოვალეობას. ეს შედეგებზეც აისახება, რადგან ყველა ახალი წყარო ყოველთვის რამდენიმე დღეში არის ხოლმე გამოკვლეული და მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, მე მგონია, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა მოდუნდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა აუცილებელი ღონისძიება შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც უნდა ჩატარდეს. უნდა მოვერიდოთ თავყრილობებს, აუცილებელია პირბადეებით სიარული, საზოგადოებრივი თავშეყრების ადგილას პირბადის გარეშე არ უნდა იყოს ადამიანი, ტრანსპორტში თითქოს არის ხოლმე იმაზე მეტი ხალხმრავლობა, ვიდრე დასაშვებია. ალბათ, ყველა ჩვენგანმა, ისევე როგორც ეპიდემიის დასაწყისში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, კვლავ უნდა გავითავისოთ ეს და შევინარჩუნოთ ის შედეგები, რაც გვაქვს. არ გავიუარესოთ მდგომარეობა და დავრჩეთ იმ კარგ ზოლში, რასაც ჰქვია დღევანდელი ჩვენი სიტუაცია",- განაცხადა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×