რეზონანსი
02.06.2020

აუზები და ფიტნეს დარბაზები ის სივრცეა, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო, აქედან გამომდინარე ჯერ მშვენიერი ამინდი გვაქვს და შეგვიძლია ღია სივრცეში ვივარჯიშოთ და მოდით, ყველაფერს ერთად ნუ გავხსნით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „მაესტროს" ეთერში განაცხადა.

„აუზები, ფიტნეს დარბაზები ჯერ გახსნილი არ არის. ეს არის ის სფერო, რომელიც ბევრ ქვეყანაში საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, მათ შორის სასტუმროებშიც დახურულია, ვინაიდან ამ ადგილებში ბევრი ადამიანია, ბევრ ზედაპირს ვეხებით, სადაც პირბადით ვარჯიში რთულია, შესაბამისად ეს არის სივრცეები, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო, აქედან გამომდინარე ჯერ მშვენიერი ამინდი გვაქვს და შეგვიძლია ღია სივრცეში ვივარჯიშოთ და მოდით, ყველაფერს ერთად ნუ გავხსნით. ჩვენთვის იმ შედეგის შენარჩუნება, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×