რეზონანსი
02.06.2020

ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურ „ეკო-გაზის" დირექტორის, დავით ქუთათელაძის განცხადებით, სადგურზე მომხდარი შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, კომპრესორის აფეთქება გახდა.

როგორც დავით ქუთათელაძე აცხადებს, ობიექტი ამაშუკელის ქუჩაზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და რაიმე ტიპის შემთხვევა არასდროს მომხდარა. მისივე თქმით, მიმდინარეობს შესწავლა, რის შემდეგაც დადგინდება, თუ რა გახდა აფეთქების რეალური მიზეზი.

„მიდის შესწავლა, ზოგადად აფეთქება ასე სპონტანურად არ ხდება, არც მომხდარა არასოდეს. შესაძლოა, კომპრესორი აფეთქდა, ახლა ვსწავლობთ ამას. დაუდევრობა თუ იყო, ამას კანონი დაადგენს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კომპრესორი აფეთქდა. 2008 წლიდან არის ეს სადგური და შენობები მას შემდეგ აშენდა. ვიღაცები თუ საუბრობენ, რომ ეს აქ არ უნდა იყოს, საინტერესოა, ეს კორპუსები რატომ არის? დაუდევრობა თუ არის 2020 წელს მოხდა, 12 წლის მერე? მანამდე არ მოხდებოდა დაუდევრობა?" - განაცხადა „ეკო-გაზის" დირექტორმა.

აფეთქება ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე პირველ ივნისს მოხდა. დაშავდა ერთი პირი. აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×