რეზონანსი
02.06.2020

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება.

გრიგალაშვილმა imedinews განუცხადა, რომ ინფორმაცია ამ ბიზნესის გახსნის შესახებ ასოციაციას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.

მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის. „თუმცა ეს ობიექტები იგივე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ფულის გადაცვლის ოპერაციებს ასრულებენ", - განმარტა ვახტანგ გრიგალაშვილმა.

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 800 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობა შეჩერდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×