რეზონანსი
02.06.2020

„ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა. ეს არის მთავარი პრობლემა,"- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

იგი ისნის რაიონში მაჟორიტარობას აპირებს. მისივე თქმით, სხვა კანდიდატებს ისნის რაიონში გამარჯვების შანსი არ ექნებათ.

„პირადად მე ვაპირებ, ისნის რაიონში ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო „ოცნებასთანაც" რომ გაერთიანდნენ",- აცხადებს ჭიჭინაძე.

როგორც იგი ამბობს, ოპოზიციის კოორდინირება, შესაძლოა, გართულდეს.

„როდესაც მთელი ქვეყნის მაშტაბით რჩება 30 მაჟორიტარი, რაც ე.წ. მოლაპარაკების წარმატებად იქნა გამოცხადებული, ამ ნაწილში ოპოზიციის კოორდინირება აბსოლუტურად გაჭირდება.

რადგან, მაჟორიტარებს ცოტა ხმები არ მოაქვთ, ამომრჩევლების დაახლოებით 10-15 % მაჟორიტარებიდან გამომდინარე აკეთებს არჩევანს. მეორე ტური უკვე ტექნიკური ნაწილია. ანუ, ვინ ვის უმრავლესობას ამჯობინებს სამომავლოდ.

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ, თუ პოლიტიკა და აი ეს არის მთავარი პრობლემა", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×