რეზონანსი
02.06.2020

პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დისკუსია მიდის. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„პირბადე ეს არის ყველაზე მარტივი და ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ზუსტად ვიცით, რომ პირბადე მუშაობს.

ანუ, დღეს ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება, რითაც შეგვიძლია ჩვენი თავი და გარშემომყოფები ვირუსის გავრცელებისგან დავიცვათ.

ეს არის ქცევითი ფაქტორი, როდესაც ადამიანმა იცის, რომ პირბადის გამოყენება მნიშვნელოვანია, ის ამ წესს იცავს და ეს მის რუტინულ ჩვევაში გადადის.

სამწუხაროდ, როდესაც ჩვენს გარშემომყოფებს ვაკვირდები, ამას ყველა არ აკეთებს.

ერთადერთი მექანიზმი რჩება, მოქალაქეებს, მივმართოთ, რომ თუ პირბადეს არ გამოიყენებენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ, რადგან ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს ემსახურება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, თუ სანქციები დაწესდა, ეს იქნება ჯარიმის სახით.

მოქალაქე არ გამოიყენებს, ჯარიმა დაეკისრება ისეთი, რომ მისი გადახდის ან არგადახდის შიში ჰქონდეს ადამიანს და ამან განაპირობოს ალტერნატიული სახით პირბადის გამოყენება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×