რეზონანსი
02.06.2020

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავოს.

ამის შესახებ ინფორმაციას „Украина. Мир. Новости"-ის უკრაინის ყოფილ დეპუტატზე სერგეი ლეშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სააკაშვილი დიდი ნდობით სარგებლობს პრეზიდენტ ზელენსკის და დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ორგანიზებულ დანაშაულთან, ბანდებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.

ლეშენკოს თქმით, სააკაშვილი დიდი ხანია განიხილება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.

"ჩემი წყაროების თანახმად, ყოფილი პრემიერ მინისტრი ალექსეი გონჩარუკი სააკაშვილს ავაკოვის შემცვლელად განიხილავდა", - თქვა ლეშენკომ. მისივე თქმით, გონჩარუკი რამდენჯერმე დაემუქრა ავაკოვს გადაყენებით და იგი განაწყენებული იყო მასზე.

როგორც გამოცემა იუწყება, დღეს ავაკოვს წინააღმდეგობა აღარ შეუძლია. პრეზიდენტი ზელენსკი კი, პირადად მხარს უჭერს მის გადადგომას და სავარაუდოდ, ამ მნიშვნელოვან სამინისტროს სააკაშვილი უხელმძღვანელებს

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
***   (03.06.2020)
დებილი უკრაინელები მეტის ღირსები არ არიან

Giorgi   (02.06.2020)
ნაციონალების და ევრონაცების ოჯახები მოვტყან დედიან ბუდიანად ! მაგათთან ერთად შევეცი ოცნებას ! მაგათი დედები და ცოლ შვილები რო. არ გადატყნეს

ფუყუ   (02.06.2020)
მარტო ქოცები დარჩი თ საქართველოში და ულოკეთ ბატონს

გალელი   (02.06.2020)
სადაც უნდა იქ დანიშნონ ოღონდაც საქართველოს შიგა საქმეებში ნუ ჩაერევა და ნუ გამოიწვევს მისი მოქმედებებით აქ არეულობას და დესტაბილიზაციას,სანდრაც წაიყვანოს,რა უნდა ქალს მარტო ქმრის გარეშე აზრზე არა ვარ,როგორი ცოლ-ქმრობაა ეს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×