რეზონანსი
02.06.2020

„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში სარჩელის შეტანას გეგმავს.

როგორც ბრეგაძე აცხადებს, ის ეკა გიგაურისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" და მისი ხელმძღვანელის ეკა გიგაურის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში სარჩელს შევიტანთ.

მათი განცხადება პატივისა და ღირსების შემლახველია. ან ისინი დაამტკიცებენ, რომ ესტონეთის დაზვერვასთან რაიმენაირი კავშირი, ოდნავ შემხებლობა მქონია რუსეთთან ან არადა მოუწევთ საჯაროდ ბოდიშის მოხდა.

გპირდებით, რომ ისინი ბოდიშს აუცილებლად მოიხდიან," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუსეთის ე.წ რბილი ძალის გავლენებზეც არის საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთმა საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტები განსაკუთრებული ინტენსივობით აამოქმედა.

რუსეთის პროპაგანდისტული იარაღის მაგალითად ანგარიშში „ქართულ მარშიც" არის.

წყარო: „პრაიმტაიმი"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლინდა   (03.06.2020)
ბრეგაძე რა სინდისგარეცხილი არამზადა ხარ, შენც და ყველა ის უბედური კაცუნა, ვინც შენისთანა გარეწრების გვერდით დგას!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×