რეზონანსი
03.06.2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი მათ კლინიკაში მაისის დასაწყისიდან მკურნალობდა.

გოფოძის თქმით, პაციენტს კორონავისრუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოფოძის ინფორმაციით, ორჯერადი „პისიარ" კვლევით პაციენტს კოვიდინფექცია აღარ უდასტურდებოდა.

მაგრამ, გოფოძე ამბობს, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან თანმხლები დაავადებების გააქტიურების მიზეზი კორონავირუსი გახდა და პაციენტი სწორად აღირიცხა, როგორც კორონავისურით გარდაცვლილი.

„მოგახსენებთ, გარდაცვლილი პაციენტის შესახებ, ეს პაციენტი ჩვენთან მოყვანილი იქნა მაისის დასაწყისში, გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან. პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველ დღე, როდესაც კომენტარებს ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამ პაციენტს გარდა იმისა, რომ კოვიდინფექცია ჰონდა დადასტურებული, ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება, ჰქონდა ბევრი გართულება კოვიდინფექციასთან ასოცირებული.

ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია, დისტრესის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომაროება და გუშინ საღამოს გაჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა.  მთელი ეს სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც განაპირობა კოვიდინფექციამ, რომელიც იყო წამყვანი, ჩამრთველი მექანიზმი, ყველა მისი თანხმლები დაავადების დამძიმებისა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პაციენტი მაინც კოვიდით გარდაცვალებული პაციენტების რიგს განეკუთვნება. ამიტომ სწორედ აღირიცხა როგორც კოვიდგარდაცვალებული",- განაცხადა ლევან გოფოძემ და დასძინა, რომ ასეთი შემთხვევა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველია, თუმცა საქართველოში მსგავსი ფაქტი ადრეც დაფიქსირდა.

 

 

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×