რეზონანსი
03.06.2020

 არასამთავრობო სექტორი ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ცხოველთა უფლებადამცველები დღეს საგარეჯოს პოლიციაში იმყოფებოდნენ. საუბარია კადრებზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელშიც გარკვეული პირი ძაღლებს სასტიკად აჩხუბებს.

იმ პირის ოჯახის წევრები, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ამ კადრებში ფიგურირებს "კურიერთან" აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი, რომელიც იღებდა ამ ვიდეოს არ იცოდა, რომ ეს იყო დანაშაული. არასრულწელოვნის ბიძის თქმით, ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

"ორი კვირის წინ კარები იყო ღია. მაწანწალა ძაღლი შემოვიდა გერმანულ ნაგაზთან, ეცა და ჩხუბი დაიწყო. ბავშვი არ აქეზებდა, უბრალოდ უხაროდა რომ ძაღლები ჩხუბობდნენ, მერე დაენანა და გააშველა. სახლში ამ დროს არავინ არ იყო, მხოლოდ ბებო იყო. არავის არ უნახავს," - აცხადებს არასრულწლოვნის ბიძა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია და ვიდეომასალა შესწავლილია. მისივე თქმით, დადგენილია ვიდეომასალის ავთენტურობის საკითხი.

ცხოველთა უფლებადამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ცხოველებს აწამებდნენ.

"აუცილებლად უნდა დაისაჯონ სრულწლოვანი წამქეზებლები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ ბავშვის სადისტად ჩამოყალიბებაში. ბავშვმა გაიაროს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რომ შემდგომ არ გახდეს საზოგადოებისთვის საშიში. ჩვენ არ გვაქვს კანონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ქვეყანას, რომ ოდნავ მაინც იყოს დაცული ცხოველთა უფლებები. ის კანონი, რომელიც ზარ-ზეიმით მიიღეს არის ჩვეულებრივი ბუტაფორია, რომლითაც დასჯილი არცერთი მოძალადე არ გვინახავს," - განაცხადა ცხოველთა უფლებადამცველმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გალელი   (03.06.2020)
გეთანხმებით ე კ ა.

eka   (03.06.2020)
ვნახეთ როგორც უხაროდა,ავადმყოფი,მანიაკია უკვე ბავშვიც და ის ვინც იღებდა,თუ არასრულწლოვანია ისიც ვინც იღებდა მაშინ ორივე უნდა გადავიდნენ მინდობით აღზრდაში ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები საშიშია საზოგადოებისთვის,მათ არ აქვთ უფლება ასეთი ბავშვები გაზარდონ და მერე ქუჩაში აგლეჯინონ ადამიანები.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×