რეზონანსი
03.06.2020

ბაგებში სროლა, სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცებმა ჩხუბის დროს გაისროლეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი.

დაიჭრა თუ არა ვინმე, მეზობლები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით დაშავებულია 2 პირი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლა იყო. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.

“რუსთავი2“

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×