რეზონანსი
04.06.2020

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატი ამბობს, რომ ჩოგბურთელის და ნეკა დოროყაშვილის 5 წლის ბავშვმა ყველაფერი დაინახა და მისი ჩვენება მტკიცებულების სახით დართული აქვს საქმეს. ამ დროისთვის ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, ბავშვი თავად ჰყვებოდა ძალადობის შესახებ.

ბავშვის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს თავად ნეკა დოროყაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ შვილი ფსიქილოგთან დაჰყავს:

"ჩემს უკან ჩემი შვილი და მისი მომავალი დგას, არ მაქვს უფლება დავაზიანო მისი ფსიქიკა, მითუმეტეს ახლა, როცა ბავშვი ფსიქოლოგებთან დამყავს. არ არის კარგად. თავზე ლაფის დასხმა, მიმართულია იმისკენ, განიკითხონ ქალი, დედა, ჩემი გვარიშვილობა და ღირსება. არავის მივცემ ამის უფლებას", - განაცხადა დოროყაშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ივანე   (04.06.2020)
ქალბატონო ნეკა: არა ეს თქვენი საქციელი კარგი საჯაროთ ილაპარაკოთ ცუდი თუ კარგი. დრო ყველაფრის მკურნალია და შეიძლება შერიგდეთ ისევ. აიყვანე შვილი ხელში და წადი სადმე ორი თვე დაისვენე...... გავა დრო და შენც შეხედავ სხვანაირად შენს საქციელს. ეყველას გული ატკინეთ თქვენი საქციელით. როგორც ბიძინა არ ჩანს თქვენც ასე დაიკარგენით გაჩუმდით.........

ლალი   (04.06.2020)
ამ გოგოსი თქვენ კი არა, თავად არ სჯერა თავის თავის ......ყალბია მისი ყველა სიტყვა,მოქმედება, წუხილი..თუნდაც რომრეალურად ყოფილიყო დაძაბული სიტუაცია,მას არ ჰქონდა უფლება შვილისთვის ამახელა დარტყმა მიეყენებია...

მედეა   (04.06.2020)
ლამაზი წყვილი ყოფილა, მაგრამ სახე ორივეს არაკეთილი აქვთ! კუშტი და უხიაგები იქნებიან ალბათ, ასე ეტყობათ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×