რეზონანსი
04.06.2020

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ edu.aris.ge ავრცელებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად შესაბამის მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს.

უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განუმარტავს, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი და საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე.

გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“, - აღნიშნულია მიმართვაში.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებისთვის 27 500 ლარს გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისათვის კი – 266 250 ლარს. შესყიდვის ჯამური თანხა 1 676 270 ლარია.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mzirali   (04.06.2020)
კიდევ ერთხელ ვიფიქროთ გამოცდის ფორმტის შეცვლაზე ისე როგორც ეს არის მირებული ბევრ ქვეყნაში ანუ აბიტურიენტი ირიცხება სკოლაში სწავლის დროს დაგროვილი ქულათა ჯამის მიხედვით . ამიტ სკოლის დონის ამიწევაც შესაძლებელია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×