რეზონანსი
04.06.2020

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. სარალიძეს აინტერესებს რატომ არ იძიებენ სამოხელეო დანაშაულის ფაქტებს და რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული ის თანამდებობის პირები ვინც დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ხელი შეუშალა. სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა, საქმეს დასრულებულად ვერ მიიჩნევენ.

"ვითხოვთ მოხდეს შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან, რათა დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ ვთვლით, რო ხორავას ქუჩის საქმეს ვერ მივიჩნევთ დასრულებულად, თუ არ მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, მათ შორის სამოხელეო დანაშულთან დაკავშირებით", - ამბობს ლონდარიძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×