რეზონანსი
04.06.2020

პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმით, რომ პარლამენტში არ მივიდა, რეგლამენტი არ დაურღვევია.

„პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.

მე არა როგორც მინისტრი, არამედ, როგორც ზოგადად, მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. აქედან გამომდინარე, მე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია",- განაცხადა ტიკარაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×