რეზონანსი
04.06.2020

დღეს დილით, იტალიის ქალაქ ბარში ქართველი ემიგრანტი ნინო ნარუშვილი გარდაიცვალა. იგი იტალიაში 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინოს მეგობარი ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია წერს.

„ძალიან ცუდი დილა გათენდა. ჩვენი ნინო შორეულ იტალიაში გარდაიცვალა. საშინელი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს",- წერს მალხაზ ბასილაია.

ნინო ნარუშვილის ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში ცხოვრობს. მას სამი შვილი დარჩა. ოჯახის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია თუ რა გახდა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. სავარაუდო ვერსიად სიმსივნე სახელდება.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×