რეზონანსი
04.06.2020

აშშ-ში, ტეხასის შტატის მცხოვრებმა აუქციონზე ნაყიდ ავტომობილში თითქმის 35 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $850 ათასს შეადგენს. ამის შესახებ Houston Chronicle-ი წერს.

გაზეთის ინფორმაციით, კაცმა ნარკოტიკული ნივთიერებით სავსე 17 შეკვრა მანქანის საიდუმლო განყოფილებაში აღმოაჩინა და მომხდარის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ძაღლის დახმარებით ავტომობილში დამალული კიდევ 17 შეკვრა აღმოაჩინეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×