რეზონანსი
04.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიღბის ტარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ინტენსიური შესწავლის მიუხედავად ვირუსზე ინფორმაცია ისევ მცირეა, ამიტომ მთავარი აქცენტი პროფილაქტიკის საშუალებებზე კეთდება, ნიღბის ტარება კი პრევენციის კარგი საშუალებაა.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ამ პირობებში ქმედით რეგულაციას წარმოადგენს ჯარიმაც. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ნიღაბი ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ნიღბის მუდმივ რეჟიმში ტარებას არც არავინ ითხოვს:

"არავინ ითხოვს მუდმივად ეკეთოს ნიღაბი, არის გარემოებები, სადაც აუცილებელია. მას აქვს გარკვეული წესი და თუ ამ წესებს დავიცავთ, რისკის მომცველი არ იქნება. სწორად გამოყენებული ნიღაბი მოგვცემს გარანტიას, რომ დაავადების გავრცელებაზე მოვახდინოთ ზემოქმედება," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა "დღის ამბებში".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×