რეზონანსი
04.06.2020

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.

 სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.  განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.

 ინტერნეტ და მობაილბანკს  ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  იმ მომხმარებლებს  შეუძლიათ, რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.

 თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია  500-დან  60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×