რეზონანსი
04.06.2020

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ალავერდისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანაში მყოფი სამი მგზავრიდან ერთ-ერთი, 25 წლამდე ასაკის მამაკაცი, ავტომანქანიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

მანქანაში მყოფი ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ყვარლის მაგისტრი მოსამართლის ვაჟია.

შინაგან საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×