რეზონანსი
04.06.2020

 ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოტივი, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიჭრა ცნობილია. „კურიერის“ ინფორმაციით, უთანხმოება ევროპის მოედანზე მდებარე ბარის "არტ-ჰაუსის" წილებს მოჰყვა. ცნობილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობაც.

დაშავებულები ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას. გვიან ღამით მათ ოპერაციაც ჩაუტარდათ. ისინიასცნანვ 

"კურიერმა" ასევე "არტ ჰაუსის" ერთ-ერთი მოწილის ვინაობაც გაარკვია. "კურიერის" ინფორმაციით, ის გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. მან ტერიტორია მალევე დატოვა და ამბობს, რომ დაჭრილთაგან მხოლოდ ერთ-ერთს იცნობს. "არტ ჰაუსის" ერთ-ერთმა მოწილემ სამართალდამცავებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და ის მოწმის სტატუსით დაიკითხა. ის ამ დრომდეც პოლიციის განყოფილებაში რჩება, ხოლო მისი უფლებადამცველი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×