რეზონანსი
04.06.2020

მოაწყოს რევოლუცია, გაუძღვეს ხალხს, ვნახოთ, თუ ვინმე გაყვება, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრის, გიორგი არველაძის ფეისბუქ-სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოში არიან პარტიები, რომლებსაც შეიძლება, ნაყარნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები, მაგრამ რევოლუციას რაც შეეხება, გაუძღვეს და ვნახოთ, ვინ გაყვება, მე არა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი არველაძემ „ფეისბუქზე" დაწერა, რომ ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. მისი შეფასებით, ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ოპოზიცია პოლიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობებისა და მანდატების გაყოფით არის დაკავებული. მას ოპოზიციისადმი რამდენიმე მოწოდებაც აქვს, მათ შორის მოუწოდებს, შეწყვიტონ „ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა". „დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ამ ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა! ერთობა კარგია, მაგრამ მხოლოდ მათთან, ვინც შემოგიერთდებათ. ყველა ნაყარნუყართან და არარაობასთან ერთად ჯდომა და ღლიცინი სამარცხვინოა", - წერს არველაძე. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება, არჩევნები აღარ არსებობს და საჭიროა რევოლუციისთვის მზადება. „არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად", - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გურული სამართალი!!!!   (05.06.2020)
ორივეს მოგ@@@თ აზროვნება! თქვენ საერთოდ არ უნდა არსებობდეთ მაგრამ ვინ არის ჯერჯერობით ამის პატრონი!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×