რეზონანსი
04.06.2020

 პარლამენტის თავმჯდოარის არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილი და ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა დააკავეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით დაკავება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა. ისინი პატრულმა ბერი სალოსის ქუჩაზე იმ დროს გააჩერა, როცა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

ნუგზარ თალაკვაძე და გრიგოლ აბრალავა პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათი აყვანა მოახერხეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით ზარდიაშვილის ცოლისძმას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გურული სამართალი!!!!   (05.06.2020)
ეს "ბრაშკები" აღარ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში? თალაკვაძე ვარ ბიჭოო რომ გაიძახის (ხომ არ გავიწყდებათ ვისი ძმა ვარო), მართო მაგისთვის უნდა მიარჭო 5 წელი ციხე, ეს ზრდიაშვილები და კლონირებული ნაც-ქოც ბანდები მოსაშორებელია!!!!!!

ჭორლეონე   (04.06.2020)
მზის სადარი ხვალ გაუშვებს. 200 ლარიანი საპროცესო და ეგაა. აბრალავა ხო იცით ამას ეინათ რომ დააკავეს ევროპაში, ეგაა. გრიმიტობენ ბავშვები.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×